• შაბ. ივლ 31st, 2021

შაქარაშვილის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე, ვასილ მახარაძეს 9 წლიანი, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს კი, 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ვასილ მახარაძეს გამოძიება ძალადობის ორგანიზებასა და გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. დანარჩენებს კი, ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

One thought on “შაქარაშვილის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.