• კვი. აპრ 11th, 2021

“შე ძონ­ძო, ისიც არ იცი, რომ ბავ­შვს 19 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ და­უ­ლე­ვია.

მოკ­ლუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და, ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე საქ­მის არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი ა.ქ.-ს დე­დის, ნინო ქვრი­ვიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

“შე ძონ­ძო, ისიც არ იცი, რომ ბავ­შვს 19 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ და­უ­ლე­ვია. ამას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც ადას­ტუ­რებს, ამ სი­ტყვებს ალ­ბათ შენ ამ­ბობ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას სჯობს, რომ საქ­მის მა­სა­ლებს კარ­გად გა­ეც­ნო, შენ რო­გორც ჩემი ძმა, ისე სა­კუ­თა­რი მკვლე­ლი შვი­ლი, არ გცნო­ბე­ბია კარ­გად”, – წერს ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

აუხ­სე­ნით დე­და­მისს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა, სა­ერ­თოდ არ ვთვლი მკვლე­ლის დე­დად თავს”, – ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა დღეს საქ­მის პრო­კუ­რო­რებს არას­რულ­წლოვნ ა.ქ.-ს დე­დამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე. რო­გორც ის აცხა­დებ­და, მისი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა.

 

“ბავ­შვთან ჩა­ხუ­ტე­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცით, ისე­დაც მო­გე­კი­თხე­ბათ ამა­თი ცოდ­ვა, ბავ­შვე­ბი გა­წი­რეთ სა­მუ­და­მოდ, თქვენ სა­ხელ­ზე სან­თე­ლი უნდა და­ვან­თო, რომ ამო­წყდეთ. რა და­მა­წყნა­რებს, უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვი და­მი­კა­ვეთ. გაქ­ცე­ვა­ზე მი­უ­სა­ჯეთ, რომ გა­იქ­ცა, მკვლე­ლო­ბა­ზე რო­გორ უს­ჯით? მარ­თლა მკვლე­ლე­ბად უნდა აქ­ცი­ოთ? 12 წელ­ში ჩემ შვილს ცო­ცხა­ლი აღარ დავ­ხვდე­ბი, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვ­რე­ბას, ბა­რემ მომ­კა­ლით! სი­მარ­თლე არ გა­ინ­ტე­რე­სებთ. აუხ­სე­ნით დე­და­მისს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა. რო­გორც „შე­კე­რეთ“, ისე გახ­სე­ნით ეს საქ­მე და შვი­ლი გა­მი­თა­ვი­სუფ­ლეთ. ხალ­ხი „აგ­ვი­ბუნ­ტეს“ რომ მკვლე­ლი შვი­ლე­ბი გვყავს! ნას­ვა­მი იყო შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, თვი­თონ გა­და­გორ­და და ის ჩან­თა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­დეს. 12 წლის მერე მე ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბი და ვინ მომ­ხე­დავს? წყლის მომ­ტა­ნი არ მყავს. სა­ერ­თოდ არ ვთვლი მკვლე­ლის დე­დად თავს”, – გა­ნა­ცხა­და ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ე­სა­ჯათ. თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ სას­ჯე­ლი ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 10 წელ­სა 6 თვეს გა­ა­ტა­რე­ბენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.