• შაბ. აპრ 17th, 2021

გახდა თუ არა ბაია პატარაია ბულინგის მსხვერპლი – ,,ვინ დაიცავს ქალ უფლებადამცველებს?”

გთავაზობთ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას მორიგ განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მისსავე გვერდზე.
,, ვინ დაიცავს ქალ უფლებადამცველებს?
ეს სამი დღეა რომ ფეხით შედგნენ ზედ, მხოლოდ იმიტომ რომ მათ საზოგადოებას შეახსენეს, რომ წარმატებული სპორტსმენი მოძალადედაა აღიარებული ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, ხოლო პროკურატურამ ძალადობის ხუთ ეპიზოდზე წაუყენა ბრალი მას.
ის სიძულვილის, გინების და ფურთხის ნიაღვარი, რაც ქალი უფლებადამცველებს თავზე დაატყდათ ქალებზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
ჰოდა, ვინ დაიცავს ქალ უფლებადამცველებს? ჯერჯერობით არავინ… არც ერთი განცხადება კი არა, სტსტუსიც არ შემხვედრია მათი მხარდამჭერი.
“როგორა ხარ დაბულინგებულო გოგო?” ოდნავი ღიმილით მკითხა დღეს დედაჩემმა, სანახავად როცა მივედი. საღამოს ვთქვი მთელი დღეა თავი მტკივა თქო, “ნერვიულობისგან?” მეკითხება ჩემი და და თვალებში მიყურებს, რომ როგორმე იქ წაიკითხოს ნამდვილი პასუხი. “ვეღარ ვმუშაობთ…” მითხრა გუშინ ნეკას უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა
ვინ დაიცავს ქალ უფლებადამცველებს?
ან რომელ გოგოს მოუნდება უფლებადამცველობა ამის შემყურეს?
იფიქრეთ ამაზე.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.