• კვი. აპრ 11th, 2021

ანა თავხელიძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსმეუღლის ადვოკატის განმარტება სოცქსელში…

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.
,,ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
1. პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.
2. შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოაკტებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.
3. შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.
4. შემაკავებელი ორდერების განხილვისას დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.
5. ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა “ჩვეულებრივ” საქმეებში იყენებს.
6. სასამართლომ ჯერ დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.
7. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ვერ დაინახავდა ძალადობის განმეორების რისკებს, შეეძლო შემაკავებელი ორდერის პირობები შეეცვალა, მაგალითად, შეემცირებინა ვადა, დაერთო კომუნიკაციის აღდგენის ნება და ა.შ. რაც არ გააკეთა სასამართლომ.
8. თუ მხარე ხედავს, რომ სასამარლო იღებს უკანონო ან/და დაუსაბუთებელ გადაწვეტილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, რაც მხარემ არ გააკეთა. ცხადია, გასაჩივრება მათი უფლებაა და არა ვალდებულება.
9. შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა ძალიან ბევრი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების და სხვა მტკიცებულებების სახით.
შევეცადე შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით შეკითხვები შემეჯამებინა.
აი, ამიტომ ვამბობთ, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები. – ანა თავხელიძე.”
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ანა აბაშიძის პოსტი ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით.
,,ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.