• კვი. აპრ 11th, 2021

“შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია და მას სახლს ართმევს” – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიზე ქართველი ჩოგბურთელის მიერ დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც იცით, ბასილაშვილმა ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი შვილს ამ სიტყვებით მიმართა: “ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.”

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა:

“ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”, – წერს ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.