• ოთხ. აპრ 14th, 2021

რომან დოლიძე – არ შემიძლია შევიძულო ადამიანი პოლიტიკური ნიშნით. ჩვენი შეგნება ამაზე მაღლა დგას. კავკასიურ მიწაზე ყველაზე მეტად ღირსება და კეთილშობილება ფასობს!

რომან დოლიძე – UFC  ქართველი მებრძოლი.
,,მე ვარ ქართველი, დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. უმაღლესი განათლება კი უკრაინაში მივიღე და ამ ქვეყანასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მათ შორის ჩემი სპორტული კარიერაც იქ დაიწყო. უკრაინის მადლიერი ვარ მისი ხალხის სიყვარულისათვის, მაგრამ ამასთანავე მე ყოველთვის საქართველოს დროშის ქვეშ გამოვდიოდი.
რუსულ ენას და რუსებს რაც შეეხება, ჩემთვის უმთავრესი ადამიანური ურთიერთობები და ქცევებია. ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს და ვერანაირი პოლიტიკური უთანხმოება ვერ შეიტანს ჩვენს შორის განხეთქილებას. დიახ, საქართველო ოკუპირებულია; დიახ, ჩვენ ვიბრძვით და მე მზად ვარ თავი შევწირო ჩემს ქვეყანას, მაგრამ სამშობლოს სიყვარულივით ძვირფასია ჩემთვის ღირსება და ადამიანობა. აქედან გამომდინარე, არ შემიძლია შევიძულო ადამიანი პოლიტიკური ნიშნით. ჩვენი შეგნება ამაზე მაღლა დგას. კავკასიურ მიწაზე ყველაზე მეტად ღირსება და კეთილშობილება ფასობს.
დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს სიმშვიდეს და ურთიერთ პატივისცემას ვუსურვებ.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.