• კვი. აპრ 11th, 2021

ბაია პატარაია – მთელი დღეა რაღაც იდიოტურ ჭორს ავრცელებს ჭკადუა, თითქოს ენჯეოები ბასილაშვილის მოხსნავს ითხოვენ ჩემპიონატიდანო.

 

გთავაზობთ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას მიმართვას, რომელიც მან 3 საათის უკან განათავსა მისსავე გვერდზე.
,,რატომ მისცა (მთავარი არხი) ეთერი ცალმხრივად მხოლოდ ბასილაშვილის ჭორიკანა ადვოკატს და ალანძღინა არასამთავრობოები და არ მისცა არავის პასუხის გაცემის უფლება? რას ნიშნავს ეს? მთელი დღეა რაღაც იდიოტურ ჭორს ავრცელებს ჭკადუა, თითქოს ენჯეოები ბასილაშვილის მოხსნავს ითხოვენ ჩემპიონატიდანო. ვეძებე და ვერ ვიპოვნე ვერც ეგეთი ენჯეო, ვერც ეგეთი წერილი და ვერც ვერაფერი.
ასეთ თავდასხმას არასამთავრობოებზე ეთერი რატომ უნდა მისცე თან ისე, რომ პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე არასამთავრობოებს?” – ბაია პატარაია.
გთავაზობთ სხვა ინფორმაციასაც რომელიც პრესაში გავრცელდა თითქოს არასამთავრობო სექტორმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინალიდან მოხსნა მოითხოვა.

,,რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერი 3 სეტში დაამარცხა, რის შემდეგაც ქართულმა არასამთავრობოებმა ტურნირის ორგანიზატორებს მიმართეს.

ამ ფაქტზე, ბასილაშვილის ადოვკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა და სახალხო დამცველს ჩართულობისკენ მოუწოდა.

“არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა.

სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ გრანტი მოიპოვონ.

მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი”, – განაცხადა ადვოკატმა.”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.