• კვი. აპრ 11th, 2021

ირაკლი ცირეკიძე – ოლიმპიური, მსოფლიო ჩემპიონი. სპორტის ისტორია გრძელდება.

მსოფლიო და ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება ირაკლი ცირეკიძის სახელი, როგორც ერთ-ერთი დაუმარცხებელი ქართველი ძიუდოისტის, რომელმაც მისი ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემების საფუძველზე, არაერთხელ მოუტანა წარმატება საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით დასაუკეთესოდ იასპარეზა.

ირაკლი ცირეკიძე – ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონობა მან 2007 წელს მოიპოვა.

2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით.

ირაკლი ცირეკიძე დაიბადა ახალსოფელში (ტყიბული).ძიუდოიოსტი (90 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი, მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2007) და ორგზის ბრინჯაოს (2008, 2011) პრიზიორი. ევროპისა (2007) და მსოფლიოს (2006, 2008) ორგზის გუნდური ჩემპიონი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ღირსების და ვახტანგ გორგასალის II ხარისხის ორდენების კავალერი.

marca.ge წინსვლას და წარმატებებს უსურვებს სახელოვან ქართველ სპორტსმენს!

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. – თბილისი:პალიტრა L, 2013. – 13 გვ. 240 გვ, ვიკიპედია

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.