• შაბ. აპრ 17th, 2021

საამაყო მომენტები სპორტის ისტორიიდან – ზურაბ ზვიადაური დაუმარცხებელი ფალავანი! (იხილეთ ვიდეო)

ზურაბ ზვიადაურის სპორტული კარიერა

ზურაბ ზვიადაურის სპორტული კარიერა მდიდარია მსოფლიო თუ ევროპის მასშტაბების წარმატებებით, რომლითაც მან ქართველ ხალხს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

გთავაზობთ ზურაბ ზვიადაურის შესახებ მცირე კარიერულ ექსკურსს.

 

2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით. 1998 წელს ზურაბ ზვიადაური გახდა მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი გახდა, ხოლო 2000 წელს — მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ზვიადაურმა ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს 2001 და 2003 წლების ჩემპიონატებზე, ხოლო ევროპის 2002 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მოგვიანებით ზვიადაური ასპარეზობდა შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებში.

არის სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2004, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენი კავალერი.

marca.ge წარმატებებს უსურვებს დაუმარცხებელ ქართველ ფალავანს.

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.