• შაბ. ივლ 31st, 2021

გინესის რეკორდსმენი ,,ფეხბურთის ბაბუ”, რომელმაც თრიალეთის მთები ცალი ფეხით გადალახა ახალგაზრდებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებს!

ზურაბ მამულაშვილი – უხუცესი ამპუტანტი ფეხბურთელი რომელსაც წელს 79 წელი შეუსრულდება კვლავ აქტიურ სპორტს მისდევს  და ახალგაზრდებსაც სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
ზურაბ მამულაშვილ – საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოეტი, ფეხბურთელი, მთათმსვლელი და გინესის რეკორდსმენი.
marca.ge დაინტერესდა ზურაბ მამულაშვილის ცხოვრების განვლილი გზით და მას გაესაუბრა.
-2013 წელს დავიწყე ამპუტანტ ინვალიდთა გუნდში ვარჯიში. იმ წელსვე მოხდა საქართველოს პირველი თასის გათამაშება, სადაც მივიღე მონაწილეობა და იმავე წელს გადმომცეს თასი და სიგელი როგორც უხუცეს მონაწილეს. 10 წლის ვიყავი, როცა ტრავმის შედეგად ფეხი მომკვეთეს, ამის მიუხედავად ცალი ფეხით ვვარჯიშობდი ოზელზე, ძელზე, ვთამაშობდი ფეხბურთს… 
ვეწევი მთათმსვლელობას, თრიალეთის მთები გადავიარე ცალი ფეხით. ბორჯომიდან გადავედი ბაკურიანისკენ.
2017 წელს ფეხბურთში მეორე რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მომცეს პირველი ადგილი. (გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა). 2017 წელს სპორტულ არბენაში, 600 საფეხურზე (მთაწმინდა 25წთ.55წ. – ში საფეხურები ავირბინე ცალი ფეხით, მხოლოდ მე ვიყავი ამპუტანტი მონაწილე.
ზურაბ მამულაშვილზე გადაიღეს ფილმი ,,ფეხბურთის ბაბუ”, რომელიც  გახდა  სპორტული ფილმების ფეტივალზე გამარჯვებული 2017 წელს.
-ვარ საქართველოს გინესის წიგნის რეკორდსმენი. მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ამპუტანტი ფეხბურთელი – საქართველოს გინესის წიგნის პირველ ოცეულში მოვხვდი(2019 წელს).
ასაკის მიუხედავად, ვაგრძელებ სპორტულ ცხოვრებას, ვვარჯიშობ, დავდივარ ბუნებაში, ავდივარ მთებში, ხევებზე. ვარ მოძრავი! ზურაბ მამულაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენებს უსურვებს ჩაებან სპორტის სახეობებში, რათა წამოვიდეს ჯანსაღი თაობა საქართველოში. – -საქართველოს უნდა ჰყავდეს ჯანსაღი თაობა. – ზურაბ მამულაშვილი.
marca.ge წარმატებებს უსურვებს ზურაბ მამულაშვილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.