• კვი. აპრ 11th, 2021

ჭადრაკის დედოფალს მაია ჩიბურდანიძეს ყველა ფიგურა უყვარს, განსაკუთრებით ის, რომელიც მას მოგებას მოუტანს.

ჭადრაკის დედოფალი, ასევე ჭადრაკის მოცარტად წოდებული მაია ჩიბურდანიძე  დაიბადა 17 ანვარი1961ქუთაისი — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1984). მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი.

ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ქალთა შორის (19781991), ჭადრაკის დედოფლობის ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი).

ბიოგრაფია

მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში; მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორისო ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.

1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე, როცა ჩინელმა ჰოუ იფანიმ 16 წლის ასაკში მოიგო ეს ტიტული. მან ტიტული შემდგომ ოთხ ჩემპიონატში შეინარჩუნა. 1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა 8-5. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენა ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი თელავში 8½-7½.

1991 წლის თებერვალში ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან სიუ ძუნთან მანილაში 8½-6½. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).

ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს. არის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

მის ერთ-ერთ ინტერვიუში მაია ჩიბურდანიძე აცხადებს რომ მას გამორჩეულად არც ერთი ფიგურა არ უყვარს, მას ყველა ფიგურა უყვარს, პაიკიც კი და განსაკუთრებით ის, რომელიც მას მოგებას მოუტანს.

ჭადრაკის დედოფალს წელს 60 წელი შეუსრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.