უახლესი ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი რაუნდი წარმატებით გადალახა. ქართველმა ჯონ მილმანი (41-ე ჩოგანი) 3 სეტში 2:6; 6:4; 6:2 დაამარცხა.
ამით 29-წლის ჩოგბურთელმა 5 თამაშიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ზოგადად კი ბასილაშვილმა ტოპ 50-ის წევრი ჩოგბურთელის წინააღმდეგ ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო. ქართველს ბოლოს გამარჯვება 2019 წლის 8 ოქტომბერს, ბენუა პერთან ჰქონდა.
დოჰას ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზი მალეკ ჯაზირისა (262) და ბორნა ჩორიჩს (24) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აქვე დავამატებთ, ავსტრალიელ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 40-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი. ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 3 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო[2]. 2018 წლის 7 ოქტომბერს, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო და რეიტინგში უმაღლეს – 23-ე ადგილზე გადაინაცვლა[3]. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ქართველ ჩოგბურთელს სამჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან[4] და ორჯერ რაფაელ ნადალთან[5][6] აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერვე დამარცხდა.
marca.ge ულოცავს ამ დიდ წარმატებას ახალგაზრდა სპორტსმენს და მისგან კიდევ ბევრ შედეგს ელის!
წყარო – @goalge, ვიკიპედია