დღეს 27 დეკემბერს თბილისში,  ფრენბურთის არენაზე  ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის ძალოსნობის  საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.სადაც მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა სპორცმენებმა მიიღეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემაც მიიღო.

ტალახაძემ ტრადიციულად ბრწინვალედ იასპარეზა და 3 ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ლაშამ პირველ მისვლაზე ატაცში ჯერ 200 კილიგრამი აღმართა.მეორე მისვლაზე კი 210 კგ დაძლია.  ოქროს მედალი ნაადრევად, მოიპოვა და  მესამე მისვლა აღარ გამოიყენა.

აკვრაში ლაშამ პირველ მისვლაზე
230-კილოგრამიან შტანგა ასწია.
მეორე ცდაზე კი პირველი შედეგი 15 კილოგრამით გააუმჯობესა და 245 კგ დააფიქსირა და მეორე ოქროს მედალიც ქართველ ძალოსანს დარჩა.

ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძის მონაგარმა 455 კგ. შეადგინა.  ეს კი მესამე ოქროს მედლის ტოლფასი აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ