• შაბ. აპრ 17th, 2021

ქართველი მებრძოლი ,,ჩაქუჩა” დახმარებას ითხოვს – ,,კაციჭამიებთან ვიხდი სასჯელს”!

 

პატიმრობაში მყოფი ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე, ყველასათვის ცნობილი ,,ჩაქუჩა” დახმარებას ითხოვს. როგორც ის თავის წერილში აცხადებს, კაციჭამიებთან იხდის სასჯელს.
,,დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას შეაწვდინეთ ხმა მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით! არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული.”
(წყარო სოც.ქსელი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.