• სამ. აპრ 13th, 2021

რამდენი დახარჯა ბასილაშვილმა საჩუქარში?ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია…“ – ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს პასუხობს

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა შვილს, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება,თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

პოსტს ახალი წლის დადგომისთანავე გამოეხმაურა ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი.

 

„ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპუlირების სახეს იძენს.

 

 

 

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

 

 

 

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

 

 

 

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

 

 

 

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

 

 

 

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!” – წერს დოროყაშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.