• სამ. აპრ 13th, 2021

ბასილაშვილი შვილს: “მამიკო, ვერ გირეკავ, ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება”

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც თავის შვილს ახალი წელი მიულოცა.

 

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

 

წერილი ჩემს შვილს ლუკას.

მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.ეს წელი ცოტა განსხვავებულია,იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.

რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ .

მიყვარხარ და მენატრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.