2 დღის წინ, კომენდანტიის საათის დროს, თბილისთან ახლოს ავარიას 17 წლის ფრენბურთელი გოგა მანჯავიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

არსებული ინფორმაციით ავტომობილში 6 პირი იჯდა. მძღოლს მანქანა მოუცურდა, მოზარდმა მანქანიდან გადმოსვლისას, საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა.

 

თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი უსახსრობის გამო გარდაცვლილისთვის სასახლეს ვერ ყიდულობდა.

 

ახლახანს კი ოჯახის ახლობელმა ჟანა დათიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასახლისთვის საკმარისზე მეტი თანხა აგროვდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ