აპრილი 17, 2024

ჯუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში  2020 წლის  ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი არ არიან.

პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
ვაჟები
– 60კგ – ლუხუმ – ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
– 66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
– 73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
– 81კგ -ლუკა მაისურაძე
– 90კგ – ბექა ღვინიაშვილი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი

გოგონები:
– 52კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
– 57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
– 70კგ – მარიამ ჭანტურია
+78კგ – სოფიო სომხიშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატინ 6-12 ივნისს, გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *