მარტი 29, 2024

ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ოლიმპიურმა, მსოფლიოს 4-გზისა და აწ უკვე ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის ,,პირველი არხის” ეთერში მცირე კომენტარი გააკეთა

ტალახაძე აცხადებს, წინ კიდევ დიდი წარმატებებია. ქართველი ძალოსანი გახარებულია, რომ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ლაშა ტალახაძე: „დიდ მადლობას ვუხდი ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია. კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“-აცხადებს უძლიერესი ქართველი ძალოსანი ,,პირველ არხთან” კომენტარისას.

ლაშა ტალახაძემ რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ასევე 2 მსოფლიოს და ერთი ევროპის რეკორდით დაამყარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *