• ოქტომბერი 26, 2021 9:59 pm

VIDEO: შერაზადიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გიორგი შერაზადიშვილმა (81) რუსი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

შერაზადიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს, ყაზახ აიან ბაიგაზის და უკრაინელ არტიომ ბუბირს სძლია.

 

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ლაშა მღებრიშვილი (90 კგ).

 

შეგახსენებთ, ოქროს მედლის მფლობელი გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.