• სექტემბერი 19, 2021 4:30 pm

12 ქართველი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 9 სექტემბერიდან 12 სექტემბრამდე ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტატამიზე 12 ქართველი ძიუდოისტი გავა. ნაკრების რიგებში ილია სულამანიძეც იჭიდავებს, რომელსაც უკვე ეროვნულ ნაკრებში გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა.

 

ახალგაზრდული ნაკრებში 9 ვაჟი და 3 გოგონაა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ლუკა კაპანაძემ (66 კგ) ფინალი წააგო, ილია სულამანიძე (100 კგ) ევროპის ჩემპიონია, ხოლო საბა ინანეიშვილი (+100კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

 

ვაჟები: გიორგი სარდალიშვლი (60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (90 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

 

გოგონები: ეთერ ასკილაშვილი (57 კგ), ნინო გულბანი (70 კგ), სალომე მაყიშვილი (+78 კგ)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.