• პარ. აგვ 6th, 2021

ლუხუმ ჩხვიმიანი: ,,ამ ჰიმნს თქვენ გიძღვნით”

ქართველმა ჯუდოკამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრან-სლემზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” მეგობრებს ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლუხუმ ჩხვიმიანი: ,,მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და გრან-სლემზე გამარჯვების გულწრფელი მოლოცვებისთვის.

ასევე, მოგვიანებით გიხდით მადლობას დაბადების დღის მოლოცვისათვის და ბოდიშს გიხდით, რომ წონის კლებისა და შეჯიბრისთვის მოსამზადებელი პერიოდის გამო ვერ შევძელი პირადად მეპასუხა თქვენთვის, ახლა გიხდით ყველაფრისთვის მადლობას. ამ ჰიმნს თქვენ გიძღვნით”- წერს ჩხვიმიანი.

ლუხუმ ჩხვიმიანმა რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ჯუდოს გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ფინალში რუსი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.