• ოთხ. მაი 12th, 2021

ყაზანის გრან-სლემი იწყება – დღეს ტურნირზე 3 ქართველი გამოვა

დღეს, რუსეთი ქალაქ ყაზანში სტარტს ჯუდოს გრან-სლემი აიღებს.

საქართველო შეჯიბრებაზე 11 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი.

რუსეთში საქართცელოს ღირსებას 10 ვაჟი და ერთი გოგონა დაიცავს.

ყაზანის გრან-სკემის პირველ დღეს მედლები ვაჟებში 60 და 66, ხოლო გოგონებში 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

ქართველებიდან ტატამიზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე არის დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.