• პარ. აგვ 6th, 2021

ყაზანის გრან-სლემზე 5 იაპონელი გამოვა

რუსეთის ქალაქ ყაზანში დაგეგმილ ჯუდოს გრან-სლემზე მონაწილეობას იაპონიის ნაკრებიც მიიღებს.

ჯუდოს სამშობლოს წარმომადგენლები რუსეთში 5 სპორტსმენით ჩავიდნენ.

ვაჟებში იაპონელებს სულ ორი ჯუდოკა კენში ჰარადა და სანშირო მურაო ეყოლება. ეს ჯუდოკები დიდი ტიტულებით ვერ დაიკვეხნიან.

აი გოგონებში კი ამომავალი მზის ქვეყნის შვილები ტიტულოვანი ჯუდოკებით იქნებიან წარმოდგენილი.
ყაზანში იაპონიის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ფუნა ტონაკი, ასევე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონები უტა აბე და ჩიზურუ არაი დაიცავენ.

ესეც იაპონელთა ყაზანური შემადგენლობა:

ვაჟები
-73 კგ
კენში ჰარადა

-90 კგ
სანშირო მურაო

გოგონები
-52 კგ
ფუნა ტონაკი

-52 კგ
უტა აბე

-70 კგ
ჩიზურუ არაი

ყაზანის გრან-სლემი 5-7 მაისს შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.