• პარ. აგვ 6th, 2021

ლაშა გუჯეჯიანი – ,,მარცხი მომავალი გამარჯვებისთვის სამოტივაციოა, გამარჯვება განმსაზღვრელი რამდენად ოსტატი ხარ და ისევ მოტივაცია შეინარჩუნო წარმატება!”

marca.ge გაესაუბრა წარმატებულ, სახელოვან ქართველ ძიუდოიტს მწვრთნელ – ლაშა გუჯეჯიანს.
მას რამდენიმე კითხვა დავუსვით. მადლობას ვუხდით ამ ინტერვიუსთვის.
– გამარჯობათ. მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ – მცირე ბიოგრაფიული ცნობები.
-წარმოშობით ვარ სვანი, მესტიის რაიონი სოფელი მულახიდან, კერძოდ ჩვაბიანი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში.
-რომელი ასაკიდან დაკავდით ძიუდოთი და ეს რამ (ვინ) განაპირობა?
-ძიუდოთი 11 წლის ასაკში დავკავდი გურამ მოდებაძესთან ,,განთიადის” დარბაზში, მიზეზი გახლავთ ჩემი ბიძაშვილი კახა გუჯეჯიანი, რომელიც ძიუდოისტი იყო.
-ლაშა რა გეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში?
-შრომა, თავდადება, საქმისადმი სიყვარული – პროფესიონალიზმი.
-საქართველოს ულამაზესი კუთხის შვილი ბრძანდებით – სვანეთიდან, როგორი განცდაა უცხო ქვეყანაში გაიტანო შენი ქვეყნის, კუთხის სახელი?
-სიამაყე, ბედნიერება, ყველა სიტყვა რომელიც ლამაზად ესადაგება სვანობასაც, საქართველოსაც და შენი ქვეყნის დესპანობას.
-იქნებ გაიხსენოთ ის ორთაბრძოლა, რომელითაც ასე ამაყობთ ყველაზე მეტად?
-კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, მაგრამ ვამაყობ იმით რომ აღმოვჩნდი ძიუდოში.
-რას ნიშნავს და როგორი შეგრძნებაა სპორტსმენისთვის მარცხი და გამარჯვება?
-მარცხი მომავალი გამარჯვებისთვის სამოტივაციოა, გამარჯვება განმსაზღვრელი რამდენად ოსტატი ხარ და ისევ მოტივაცია შეინარჩუნო წარმატება.
-ლაშა გუჯეჯიანის ყველაზე დიდი მიზნები!
-მიზნები ბევრი მაქვს, მინდა ჩემი ქვეყანა ვნახო გაბრწყინებული და მეც ჩემი საქმით მონაწილეობა მივიღო მის გაბრწყინებაში.
როგორ შეაფასებდით ევროპის განვლილ ჩემპიონატს?
-ევროპა დამაკმაყოფილებელი იყო ცოტა მეტიც.
-როგორია ლუხუმ ჩხვიმიანის და ტატო გრიგალაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე?

-ლუხუმი და ტატო სტაბილურად არიან ფაქტიურად ჯანმრთელები.

თითქმის ყველა წონით კატეგორიაში რამდენიმეს გარდა ახალი სპორტსმენები გამოჩდნენ. რას იტყვით მათზე?
-ახალი სპორტსმენების გამოჩენა ნიშნავს მომავალი გვაქვს.
-რას უსურვებდით დამწყებ სპორტსმენებს?
-დამწყებ სპორტსმენებს პირველ რიგში ვისურვებ ჯანმრთელობას, აღმოჩდნენ საჭირო ადგილას – ვგულისხმობ სპორტს, ასევე ვუსურვებ ეცადონ გახდნენ პროფესიონალები  და პროფესიონალურად გადაწყვიტონ და დაგეგმონ სპორტული შედეგები.
marca.ge მადლობას უხდის ლაშა გუჯეჯიანს საინტერესო საუბრისთვის და უსურვებს წინსვლას და გამარჯვებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.