• სექტემბერი 19, 2021 4:15 pm

საქართველოს ნაკრებმა ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე ვაჟებში პირველი ადგილი მოიპოვა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჯუდოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების შესანიშნავი გამოსვლით დასრულდა.

ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯამში 5 მედალი დაისაკუთრა.

კონტინენტის პირველობაზე ქართველებმა 1 ოქრო, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამ მაჩვენებლით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მთლიანობაში კი კოსოვოს, თურქეთისა და საფრანგეთის შემდეგ მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა.

ქართველებიდან ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდა.
ვიცეჩემპიონის ტიტული ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) მოიპოვეს.
გურამ თუშიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.