• პარ. აგვ 6th, 2021

ქართული ფინალი და 5 მედლის მოპოვების შანსი ჯუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს

დღეს, ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა შესაბიშნავად იასპარეზეს.

ტურნირის დასკვნით ფაზაში ქართველს 5 მედლის მოპოვების შანსი გააჩნიათ.

ქართველებს ევროპის ჩემპიონატის დასრულება 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედლით შეუძლიათ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება.

ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდება.

ბექაურმა ფინალამდე გზიდან ფრანგი ალექსის მატიე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მიხაელ ზგანკი ჩამოიცილა.

ღვინიაშვილმა კი ფინალამდე ესტონელ კრისტოფერ კლენ კალიულაიდს, რუმინელ ალექს კრეტს, გამოცდილ უნგრელ ჯუდოკას კრისტიან ტოტს და რუს მიხაილ იგოლნიკოვს სძლია.

ლისაბონის კონტინენტის პირველობაზე ფინალში ასევე -100 კილოგრამში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა.
ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ დღეს ერთურთის მიყოლებით თურქი მერთ სისმალნარი, პოლონელი კასპერ შზუროვსკი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა.

ვარლამ ლიპარტელიანი ფინალურ ორთაბრძოლას თომა ნიკიფოროვთან ჩაატარებს.
ნიკიფოროვმა 1/2 ფინალში ქართველ ილია სულამანიძეს მოუგო.

სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. იგი მედლისთვის ფრანგ ალექსანდრე იდირს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გურამ თუშიშვილიც. მისი მეტოქე ნიდერლანდელი როი მეიერი იქნება.

ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიები ,,პირველი არხი” და ,,ტელესკოლა” შემოგვთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.