მარტი 29, 2024

დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ჯუდოსევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მარიამ ჭანტურია დაიცავენ.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი პირველ წრეში დაისვენებს.
შემდეგ კი მოლდოველ პეტრუ პელივანისა და პოლონელ ვიქტორ მროვზინკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოლიმპიური ჩემპიონის ბადეში ევროპის 3-გზის ჩემპიონი 40 წლის ვეტერანი ჯუდოკა უნგრელი მიკლოშ უნგვარი იმყოფება.

-70 კილოგრამში მოასპარეზე მარიამ ჭანტურიას პირველი მოწინააღმდეგე ნიდერლანდთა სამეფოს შვილი კიმ პოლინგი იქნება.

წინასწარი შეხვედრები სტარტს 13:00 საათზე აიღებს.
შეხვედრების ხილვა შეგიძლიათ აქ: http://ippon.tv

ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა დანიშნული.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები ,,პირველი არხი” და ,,ტეკესკოლა” შემოგვთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *