• სექტემბერი 16, 2021 10:06 pm

ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს ფრანგებმა 4 მედალი მოიპოვეს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ჯუდოს ევროპის ჩენპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები გოგონებში -48, -52 და -57 ვაჟებში კი -60 და -66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

ტურნირი საფრანგეთის ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო. მათ 4 მედალი მოიპოვეს და პირველი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში გალიდერდნენ.

ესეც ჩემპიონ-პრიზიირები:
-48 კგ
1. დისტრია კლასნიკი (კოსოვო)
2. დარია ბილოდიდი (უკრაინა)
3. საბინა გილიაზოვა (რუსეთი)
3. მელანიე კლემერი (საფრანგეთი)

-52 კგ
1. ამანდინ ბუშარი
(საფრანგეთი)
2. ოდეტე გუფრიდა (იტალია)
3. გეფენ პრიმო (ისრაელი)
3. რეკა პუპი (უნგრეთი)

-57 კგ
1. ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
2. კაია კაიზერი (გერმანია)
3. ნორა ჯიაკოვი (კოსოვო)
3. სარა-ლეონი სისიქუ (საფრანგეთი)

-60 კგ
1. ფრანჩესკო გარიგოსი (ესპანეთი)
2. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
3. კამარატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3. იაგი აბულაძე (რუსეთი)

-66 კგ
1. მანუელ ლომბარდო (იტალია)
2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3. ალბერტო გაიტერო მარტინი (ესპანეთი)
3. ჟოაო კრიშოშტომო (პორტუგალია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.