• სამ. მაი 11th, 2021

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში მარგველაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა.

აპენინელმა ჯუდოკამ ქართველს 1 წუთსა და 5 წამში იპონით სძლია.

ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო -57 კილოგრამში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი.
ლიპარტელიანმა გამოცდილ კოსოვოელ ნორა ჯიაკოვასთან ჯერ ვაზარი გაუშვა, შემდეგ კი იპონით წააგო.

დღეს, ლისაბონის ტატამიზე კიდევ 3 ქართველი ჯუდოკა გამოვიდა.
თემურ ნოზაძემ (-60 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა და მარიამ ჯანაშვილმა (-52 კგ) მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.