• სექტემბერი 16, 2021 10:04 pm

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში – 2 მედლის შანსი პირველ დღეს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ჯუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი ვაჟა მარგველაშვილი გავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიის
მებრძოლმა ვაჟა მარგველაშვილმა
კონტინენტის პირველობის ფინალამდე გზა ასე გაიარა:

მარგველაშვილმა სასტარტო შეხვედრაში ესპანელი ანდრეა ნიეტო ჩინარო დაამარცხა.
პირინეელი ჩვენებურს ვაზარის უპირატესობით უგებდა, თუმცა ქართველმა მოწინააღმდეგე ტატამიზე იპონით დასცა.

მეორე წრეში მარგველაშვილმა ასევე იპონით გაიმარჯვა. .
მან ამჯერად, ბელარუს დმიტრი მინკოუს მოუგო.

1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ჯუდოკამ ტრადიციას არ უღალატა და სერბი ვიზავი სტრაჰინია ბუნჩიჩიც იპონით დადო ბეჭებზე.

ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოს შეერკინება.

-57 კილოგრამში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ევროპირველობაზე ერთურთის მიყოლებით უკრაინელი მარია სკორა და გერმანელი ჟანა ზიგლერი დაამარცხა.

1/4 ფინალში კი ფრანგ ჯუდოკა სარა-ლეონი სისიქუსთან იპონით წააგო.

რეპეჟაში ლიპარტელიანმა ებრაელ ტიმნა ლევი ნელსონს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ეთერ ლიპარტელიანი მედლისთვის ბრძოლაში ევროპის ჩემპიონ კოსოვოელ ნორა ჯიაკოვას დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი სტარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველ არხზეა” შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.