• სამ. მაი 11th, 2021

მასაში ებინუმამ კარიერა დაასრულა

ტიტულოვანმა იაპონელმა ჯუდოკამ მასაში ებინუმამ 31 წლის ასაკში სპორტული კარიერა დაასრულა.

3-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

კარიერა და ბიოგრაფია
ებინუმამა იაპონიის ქალაქ ოიამაში 1990 წლის 15 თებერვალს დაიბადა.

მასაში ჯუდოთი როგორც იაპონელების უმეტესობა ბავშობიდან დაინტერესდა.

ებინუმამ პირველი საერთაშორი ტიტული 2009 წელს ბელგრადში მოიგო.
უნივერსიადაზე ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ოქროს მედალი აიღო.

ებინუმა ოლიმპიადის 2-გზის მონაწილეა. იაპონელმა ორივე ჯერზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მასაში ებინუმას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერა 3-ჯერ აქვს მოპოვებული.
მან პლანეტის უძლიერესი ჯუდოკას წოდება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში 211, 2013, 2014 დაისაკუთრა.

ებინუმა იაპონის 5-გზის ჩემპიონი, აზიის ჩემპიონი და ჯუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძიგანო კანოს გამარჯვებული გახლავთ.

ებინუმამ იაპონიის ჩემპიონატი წელს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიგო, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა. მას იაპონიის ნაკრების მწვრთნელებმა სოიჩი ჰაშიმოტო ამჯობინეს.

მასაში ებინუმას ჰყავს მეუღლე, ასევე ჯუდოკა – კანა აბე და ორი შვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.