• ნოემბერი 29, 2021 12:04 pm

,,ნოელ ვან ტ’ენდ სუპერმენ” – ნიდერლანდელმა ჯუდოკამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

ჯუდოში მსოფლიოს ჩემპიონმა ნიდერლანდელმა ნოელ ვან ტ’ენდმა ავტობიუგრაფიული წიგნი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” თავად სპორტსმენმა გაავრცელა.

წიგნის სათაურია: ,,ნოელ ვან ტ’ენდ სუპერმენ”.

ვინც წიგნის შეძენას უახლოეს მომავალში გადაწყვეტს და ონლაინრეჟიმში გამოიწერს მას სახელმძღვანელო ვან ტ’ენდის ავტოგრაფით მიუვა, თან ტრანსპორტირება უფასო იქნება.

აი რას წერს ნოელ ვან ტ’ენდი:
,,დღეს, ოლიმპიურ თამაშებამდე ზუსტად 100 დღით ადრე, უკვე შეგიძლიათ ჩემი ნანატრი ბიოგრაფიული წიგნი შეიძინოთ.
კადრს მიღმა ერთი წელი ვიმუშავეთ და აი შედეგიც.
ვინც ჩემს წიგნს სწრაფადვე შეიძენს, ჩვენ მას სახლში უფასოდ მივუტანთ. თან წიგნზე ჩემი ავტოგრაფი იქნება.
ჩემი ავტოგრაფიული წიგნი ჰანს კლაიპუსმა დაწერა. შედეგით ვამაყობ!” – წერს ნოელ ვან ტ’ენდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.