იაპონიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილები -60 და -90 კილოგრამ წონით კატეგორიებს გააორებენ.
იაპონელთა მთავარი მწვრთნელის კოსეი იონუეს გადაწყვეტილებით პლანეტის პირველობაზე ის ჯუდოკები გამოვლენ, რომლებიც ოლიმპიური თამაშების განაცხადში ვერ მოხვდნენ.
იაპონიის შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:
– 60 კგ რიუჯუ ნაგაიამა, გენკი კოგა
-66 კგ ჯოშირო მარუიამა
-73 კგ სოიჩი ჰაშიმოტო
– 81 კგ სოტარო ფუჯივარა
– 90 კგ კენტა ნაგასავა, სანშირო მურაო
-100 კგ კენტარო იიდა
+100 კგ კოკორო კაგეურა
მსოფლიოს ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს, გაიმართება.