თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში ჯუდოს გრან-სლემი დასრულდა.
ტურნირის ბოლო დღეს ასპარეზი ვაჟებში -90, -100 და +100, ხოლო გოგონებში -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიის ჯუდოკებს დაეთმოთ.
ანთალიის გრან-სლეემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი იტალიამ მოიპოვა.
ევროპელებმა იაპონიასთან ერთად 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აიღეს.
იტალიელებს ამომავალი.მზის ქვეყნის შვილებისგან განსხვავებით ერთი მეხუთეადგილოსანიც აღმოაჩნდათ და პირველობაც ამის ხარჯზე იზეიმეს.
ესეც ბოლო დღის შედეგები:
ვაჟები
-90 კგ
ოქრო – მარკუს ნიმანი (შვედეთი)
ვერცხლი – კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
ბრინჯაო – ლი კოხმანი (ისრაელი), დავიდ კლამერტი (ჩეხეთი)
-100 კგ
ოქრო – ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი)
ვერცხლი – აარონ ვულფი (იაპონია)
ბრინჯაო – არმან ადამიანი (რუსეთი), გრიგორი მინასკირი (ესტონეთი)
+100 კგ
ოქრო – ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
ვერცხლი – ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
ბრინჯაო – ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), სტეჰან ჰეგი (ავსტრია)
გოგონები
-78კგ
ოქრო – შორი ჰამადა (იაპონია)
ვერცხლი – ბეატა პაჩუტი (პოლონეთი)
ბრინჯაო – ვანესა ჩალა (ეკვადორი), ანტონინა შმელევა (რუსეთი)
+78 კგ
ოქრო – რაზ შერშკო (ისრაელი)
ვერცხლი – შიან ხუ (ჩინეთი)
ბრინჯაო – ნიჰელ ჩეიხ როუჰო (ტუნისი), ჰორტენს ვანესა მბალა ატანგანა (კამერუნი)