• შაბ. აპრ 17th, 2021

გიორგი ათაბეგაშვილი: ,,ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოში გრან-სლემზე მაღალი დონის ტურნირი ჩატარდეს”

,,ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოში გრან-სლემზე მაღალი დონის ტურნირი ჩატარდეს. -ამის შესახებ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ჯუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი წერს.

გიორგი ათაბეგაშვილი ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერს მადლობას უხდის იმისთვის, რომ საქართველოს გრან-სლემის გამართვის საშუალება მისცა.

გიორგი ათაბეგაშვილი:
,,,,გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციასა და მის პრეზიდენტს ბატონ მარიუს ვიზერს, რათა მოგვცა უნიკალური შანსი გვემასპინძლა ისეთი უმაღლესი რანგის შეჯიბრებისათვის, როგორიც არის
გრან- სლემი, რომელიც საქართველოსთვის იყო ისტორიული. ეს ღონისძიება თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო მართლაც ემოციური.
წლების მანძილზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჯუდოს ფედერაცია არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი და წარმატების საწინდარი ჩვენი ქვეყნისათვის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის დადებითი ტენდენციები, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მყარი გარანტი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ ძლიერ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია.
ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალში კვლავაც მიეცემა საშუალება სისტემატურად ჩაატაროს, როგორც თბილისის გრან- სლემის ტურნირი, ასევე აქტიურად დაიწყოს მუშაობა იმ საკითხზე, რომ საქართველოში ჩატარდეს სლემზე გაცილებით მაღალი დონის შეჯიბრება.
გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ მარიუს ვიზერს გვერდში დგომისა და საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის.” -წერს საქართველოს ჯუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.