• კვი. აპრ 11th, 2021

9 მედალი და გუნდური პირველი ადგილი – საქართველოს ტრიუმფი თბილისის გრან-სლემზე

დღეს, თბილისის ჯუდოს გრან-სლემი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟულ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და გრან-სლემზე 9 მედალი მოიპოვა.

საქართველოს ყულაბაში 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა.

ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედლები თემურ ნოზაძემ (-60 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100) აიღეს და ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს.

ვერცხლის მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57. კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა (ორივე -73 კგ), ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) დაისაკუთრეს.

საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში თბილისის. გრან-სლემზე პირველი ადგილი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.