დღეს, თბილისის გრან-სლემზე 12 ქართველი ჯუდოკა იასპარეზებს.
საქართველოს ღირსებას
ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი (ყველა -90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი (ოთხივე -100), გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი, ონისე ბუღაძე (ყველა +100) და სოფიო სომხიშვილი (+78) დაიცავენ.
ქართველთა მეტოქეებზე და ბადეებზე ინფორმაცია ნახეთ აქ: http://www.ippon.org/gs_geo2021.php
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:30 საათზე დაიწყება.
ორთაბრძოლების ნახვა შეგიძლიათ აქ: http://ippon.tv
ფინალური ბლოკი კი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.
შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს ვებგვერდი ippon.tv და ,,სილქ უნივერსალი” შემოგვთავაზებს.
ამ დროისთვის საქართველოს ყულაბაში 6 მედალია.
გრან-სლემის ჩემპიონი თემურ ნიზაძე (-60 კგ) გახდა.
ვერცხლის მედალი ეღერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) დაისაკუთრეს.
ბრინჯაოს მედლები კი ალეკო მამიაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა (ორივე -73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპივეს.