• კვი. აპრ 11th, 2021

თბილისის გრან-სლემის მე-2 დღეს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ – გუნდურ ჩათვლაში მონღოლები დაწინაურდნენ

თბილისის გრან-სლემის მე-2 საშეჯიბრო დღეს მედლები ვაჟებში -73 და -81, ხოლო გოგონებში -63 და -70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

მონღოლეთის ნაკრების წევრებმა მე-2 ოქროს მედალი აიღეს და გუნდურ ჩათვლაში გალიდერდნენ.

ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა ასეთია:

ვაჟები
-73 კგ
1. ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი)
2. არტურ მარგელიდონი (კანადა)
3. ალეკო მამიაშვილი (საქართველო)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

-81 კგ
1.სამი ჩოუჩი (ბელგია)
2. შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია)
3. მურად ფატიევი (აზერბაიჯანი)
3. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)

გოგონები
-63 კგ
1. კატერინ ბუშემინ-პინარი
2. იუნქსია იანგი (ჩინეთი)
3. დარია დავიდოვა (რუსეთი)
3. გეკე ვან დენ ბერგი (ნიდერლანდები)

–70 კგ
1. მარია პორტელა (ბრაზილია)
2. მადინა ტაინაზოვა (რუსეთი)
3. გულნოზა მატნიაზოვა (უზბეკეთი)
3. გაბრიელა ვილემსი (ბელგია)

ხვალ, გრან-სლემის ბოლო დღეს მედლები ვაჟებში -90 კგ, -100 და +100, ხოლო გოგოებში კი -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.