• კვი. აგვ 1st, 2021

ქართველებმა თბილისის გრან-სლემზე კიდევ 3 მედალი მოიპოვეს

დღეს, თბილისის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ 3 მედალი შეემატა.

ბრინჯაოს მედლები ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა (ორივე -73 კგ) და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) აიღეს.

ბრინჯაოს შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილმა კოსოვოელი აკილ გიაკოვა ,,ოქროს დროში” იპონით დაამარცხა.

ალეკო მამიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გამოცდილ რუს ჯუდოკა დენის იარცევთან დიდი ბრძოლა გადაიტანა
ქართველი დაპირისპირებას ვაზარით აგებდა თუმცა ფარ-ხმალი არ დაყარა. მან მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო 1 წუთითა და 36 წამით ადრე მოწინააღმდეგე ტატამიზე იპონით გააკრა.

ალეკო მამიაშვილმა გრან-სლემზე კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა.

მომავალ ჩემპიონ ბელგიელ ჩოუჩისთან 1/2 ფინალში დამარცხებულმა
ტატო გრიგალაშვილმა რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში მესამე შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ, გრან-სლემის ბოლო დღეს მედლები ვაჟებში -90, -100 და +100, ხოლო გოგონებში -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.