• კვი. აპრ 11th, 2021

დღეს, თბილისის გრან-სლემზე საქართველოს ღირსებას 10 ჯუდოკა დაიცავს

დღეს, საქართველოს დედაქალაქში ჯუდოს გრან-სლემის მეორე დღის ორთაბრძოლები ჩატარდება.

ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში -73 და -81, გოგონებში -63 და -70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრებიდან დღეს 10 ჯუდოკა იასპარეზებს.

ქართველებიდან ტურნირზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი,
თორნიკე გვიჩიანი, ალეკო მამიაშვილი (ყველა -73 კგ), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაძე, გიორგი შერაზადაშვილი, გიგა გიგაური (ოთხივე -81), ინდირა სილაგაძე (-63 კგ) და მარიამ ჭანტურია გამოვა.

ქართველების მეტოქეების შესახებ ინფორნაცია გაიგეთ იხილეთ აქ:
http://ippon.org/

წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყება.
ბრძოლების ნახვა შესაძლებელია აქ: http://ippon.org

ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.
პირდაპირ რეპორტაჟს ,,სილქ უნივერსალი” შემოგვთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.