• კვი. აპრ 11th, 2021

1 ოქრო, 2 ვერცხლი – ქართველებმა თბილისის გრან-სლემზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს

თბილისის გრან-სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებმა 3 მედალი დაისაკუთრეს.

საქართველოს ყულაბაში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი ჩაჩხრიალდა.

გრან-სლემის ჩემპიონი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე გახდა.
ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) აიღეს.

თემურ ნოზაძე ფინალში კემრან ნურილაევს დაუპირისპირდა.
ქართველი ჯუდოკას მეტოქე აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის შეჯიბრიდან მოხსნეს.

ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სარდორ ნურილაევთან 20 წამში იპონით წააგო.

ეთერ ლიპარტელიანს კი საჩემპიონო ბრძოლაში  კოსოვოელმა სარა გიაკოვმა ვაზარის უპირატესობით მოუგო.

ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრებში ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ) დამარცხდნენ.

ხვალ, თბილისის გრან-სლემზე მედლები -73, -81, –63 და -70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.