საქართველოს დედაქალაქში ჯუდოს თბილისის გრან-სლემი დაიწყო.
პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს ქართველებს 5 მედლის, 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.
გრან-სლემის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), თუმურ ნოზაძე (-60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) გავიდნენ.
ბრინჯაოს მედლისთვის კი ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი იბრძოლებენ.
-57 კგ
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე პირველ ორ წრეში დიდი ბრიტანელი ასელია ტოპრაკი და სამხრეთ აფრიკელი დონე ბრეიტენბახი დაამარცხა.
1/4 ფინალში რუს დარია მეჟეცკაიას იპონით მოუგო.
1/2 ფონალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კანადელ კრისტა დეგუშის სძლია.
ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე ევროპოს ჩემპიონი კოსოვოელი ნორა გიაკოვა იქნება.
-60 კგ
თემურ ნოზაძემ ტურნირის საწყის ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით ყაზახი ტოკტარ უმუტალიევი, ესპანელი ხუსტო როდრიგეს ნუნიესი და მონღოლი ერიუმბოლდ ენხტაივანი დაამარცხა.
1/2 ფინალში კი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას საქმე დამატებით დროში დაუმთავრა.
ფინალში თემირ ნოზაძე უზბეკ კემრან ნურილაევს დაუპირისპირდება.
-66 კგ
ვაჟა მარგველაშვილმა გრან-სლემზე გამოსვლა ყატარელ აიოუბ ელიდრისისთან იპონით გამარჯვებით დაიწყო.
მეორე წრეში ებრაელ ამიტ ბობოვიჩსაც იპონით მოუგო.
1/4 ფინალში მარგელაშვილმა არც თანამემულე ბაგრატ ნინიაშვილი დაინდო და მასაც იპონით სძლია.
1/2 ფონალში კი წარმატებული სერია გააგრძელა და მოლდოველი დენის ვიერუც იპონით გააკრა ბეჭებზე.
ვაჟა მარგველაშვილს გადამწყვეტი ბრძოლა უზბეკ სარდორ ნურილაევთან ელის.
ტატიანა ლევიცკა-შეკვენი ბრინჯაოს შეხვედრაში უნგრელ რეკა პუპის დაუპირისპირდება.
ბაგრატ ნინიაშვილი კი ურთიერთობას მონღოლ ხერლენ განბოლდთან გაარკვევს.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრების ნახვა ,,სილქ უნივერსალზე” არის შესაძლებელი.