დღეს, სტარტს ჯუდოს პრესტიჟული ტურნირი თბილისის გრან-სლემი აიღებს.
თბილისის ,,ოლიმპიურ სასახლეში”
შეჯიბრების პირველ დღეს მედლები ვაჟებში -60 და -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო გოგონებში -48, -52 და -57 კილოგრამში გათამაშდება.
დღეს, ქართველებიდან ტურნირში 10 ჯუდოკა ჩაერთვება.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას თემურ ნოზაძე, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი (სამივე -60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ბექა წიფიანი (ყველა -66 კგ), მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მზია ბებოშვილი (სამივე -52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) დაიცავენ.
ქართველების მეტოქეები და ბადეები იხილეთ აქ: http://ippon.org
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყება.
მათი ხილვა შეგიძლიათ აქ: http://ippon.tv
ფინალური ბლოკი კი სტარტს 17:00 საათზეა აიღებს.
პირდაპირ რეპორტაჟს ,,სილქ უნივერსალი” შემოგვთავაზებს.