რამდენიმე წუთის წინ თბილისის გრან-სლემის წილისყრა დასრულდა.
გაირკვა ქართველი ჯუდოკების პირველი მეტოქეები და ბადეები.
კენჭისყრის შედეგები იხილეთ აქ:ttp://live.ijf.org/gs_geo2021
თბილოსის გრან-სლემზე წინასწარი შეხვედრების 26 მარტს – 9:30, 27 მარტს – 10:00, 28 მარტს -10:30 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი სტარტს, სამივე დღეს 17:00 საათზე აიღებს.
26 მარტი – ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
27 მარტი – ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
28 მარტი – ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
წინასწარი ორთაბრძოლების ხილვა ვებგვერდ ,,ippon.tv”-ზე შეგიძლიათ.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა „სილკ უნივერსალზე“ არის შესაძლებელი.