• შაბ. ივლ 31st, 2021

თბილისის გრან-სლემი უმაყურებლოდ გაიმართება

ჯუდოს თბილისის გრან-სლემზე მაყურებლებს არ დაუშვებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯუდოს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩამომსვლელ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდის შემთხვევების გამო მიიღო.

აი რა წერია საქართველოს ჯუდოს ფედერაციის განცხადებაში:
,,მიუხედავად დიდი მონდომებისა
დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება.

თბილისი გრან-სლემი სტარტს 26 მარტს, აიღებს და 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.