• კვი. აპრ 11th, 2021

ლაშა შავდათუაშვილი: ,,ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ”

მოახლოვებული თბილისის გრან-სლემის შესახებ ,,პირველი არხის” გადაცემა ,,ტაიმაუტში” კომენტარები  ჯუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალიბეგაშვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა და მზია ბებოშვილმა გააკეთეს.

ლაშა შავდათუაშვილი: „მაქსიმალურად ვცდილობთ ფორმაში შესვლას. წელს გვაქვს სხვა შეჯიბრებებიც – ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები. ეს შეჯიბრი სალიცენზიოა, რომელიც  ოლიმპიურ ქულებს იძლევა. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ძალიან კარგია, რომ ტურნირს მაყურებელი დაესწრება. ჭიდაობის დროს არის მომენტები, როცა დაღლილი ხარ, მაგრამ გულშემატკივრის გამო ყველაფერს აკეთებ, მაქსიმუმს ინდომებ, რომ შედეგი აჩვენო“.

მზია ბებოშვილი:  „მუხლის ოპერაცია გავიკეთე. ამივარდა წონა, იყო სხვა პრობლემებიც. ამ ყველაფერმა იმოქმედა, დავნებდი და ჩამოვშორდი სპორტს. მენატრებოდა ტატამზე შესვლა. ახლა ყველანაირად ვცდილობ, მობილიზებული ვიყო, ფორმაში შევიდე და ისევ ისეთი შედეგები მოვუტანო ჩემს ქვეყანას, როგორიც პატარებსა და ჩემს ასაკში მოვუტანე“.

გიორგი ათაბეგაშვილი:  „მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშებია. ამ ტურნირს სამწვრთნელო შტაბი იყენებს მზადების ეტაპად. თუმცა, თითოეული ჯუდოკა, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს და რასაკვირველია, მიზანი ქართველი გულშემატკივრის გახარება იქნება“.

თბილისის გრან-სლემი ,,ოლიმპიურ სასახლეში” 26-28 მარტს, ჩატარდება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.