• სექტემბერი 19, 2021 5:32 pm

“მათზე ნაწყენი ვარ” – ტალახაძე კრიტიკოსებს პასუხობს

​​​​ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მას დოპინგის მოხმარებაში დებენ ბრალს.

 

“პირველ რიგში აღვნიშვნავ იმას, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე მეც ვიდექი. დღესდღეობით ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რის გამო და რატომ. როცა გიორგი ასანიძე ჩვენი მწვრთნელი გახდა, მან განაცხადა, რომ ვინც დოპინგს მიიღებდა ან ამაში შემჩნეული იქნებოდა, მას ნაკრებიდან გაუშვებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ყველაზე სუფთა სახეობა საქართველოში ძალოსნობაა.

 

დღეს ძალოსნობა არის იმის მაგალითი, რომ დოპინგის გარეშეც შეგიძლია მიაღწიო შედეგს. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, ზედმეტი რისკის ქვეშ არ დააყენოს არც ჯანმრთელობა და არც სპორტული კარიერა.

 

ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის დაუჯერებელ შედეგებზე მივდივარ. არის ხოლმე რაღაც მითქმა-მოთქმა, ეს ჩემამდეც მოდის და გულის სიღრმეში, წყენაც მაქვს ამ ადამიანებზე. თუმცა, მე ვიცი, რომ მართალი ვარ და დღეს წარმატებას დოპინგის გარეშე ვაღწევ”, – თქვა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მთავარი არხის გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში” სტუმრობისას.

 

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ამოღებას აქტიურად განიხილავენ და ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სწორედ სპორტსმენებში დოპინგდამოკიდებულების მოხსშირებული ფაქტები ითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.