• პარ. აგვ 6th, 2021

საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონების, ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნა

  • საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზის ორგანიზებით, დარბაზის მიმდებარედ  ოლიმპიური ჩემპიონების, ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნა.

🇬🇪 ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ოლიმპიურ ჩემპიონებს ლაშა ტალახაძეს და გიორგი ასანიძეს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ივანაშვილმა, ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

” საზოგადოება საჩხერელის” სახელით კი ლევან ჩხეიძემ გიორგი ასანიძე ‘,,საჩხერის ერთგულების მედალით” დააჯილდოვა.

სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.