საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის გადაწყვეტილებით პლანეტის პირველობაზე არჩილ მალაყმაძე (73 კგ) ლომია თებიძე (89 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), აკაკი ტალახაძე (109 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ) გამოვლენ.
ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან – 31 მაისის ჩათვლით იასპარეზებენ.
გუნდს ტაშკენტში მთავარ მწვრთნელთან ერთად მწვრთნელი ილია თვალოძე, მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე და გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი გაყვნენ.